ელიზბარ ჯაველიძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1938
1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით აღმოსავლური ენები და ლიტერატურა.
1961-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1986 წლებში ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1986-1990 წლებში გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1993 წელს გაზეთ "საქართველოს სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1994 წელს გაზეთ "კოლხური კოშკის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1995 წელს გაზეთ "სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2000-2004 წლებში გაზეთ "ერას" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2004-2006 წლებში გაზეთ "აისის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.